საერთო სახალხო შეკრებას ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. ამჟამად ის ფილარმონიასთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად იმყოფება, საიდანაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიემართება.
„ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭიროს“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
20:00 საათზე პარლამენტთან საყოველთაო სახალხო შეკრება გაიმართება.
ღონისძიების მთავარი გზავნილია - მამული, ენა, სარწმუნოება. მმართველი გუნდისთვის პრინციპულია იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
უახლესი
20 საათის წინ
„ნუშიკოს ბაღი“ გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავს22 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა22 საათის წინ
ბათუმში, Grand Mall-ში კავეას კინოთეატრი გაიხსნა23 საათის წინ
თიბისის მობალბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა