მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

ავტომობილების გაყიდვები  10-15%-ით შემცირებულია - Caucasus Auto Market

news image

ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილების პრეფიციტის შემცირების  ტენდენცია გამოიკვეთა, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-ს Caucasus auto market-ში განუცხადეს.

„2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავტომობილების გაყიდვები  10-15% ით შემცირებულია. გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე 2023 წლის დასაწყისში ავტომობილებზე დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა, რომელიც წლის მეორე ნახევარში შემცირდა, რამაც გამოიწვია გასაყიდი ავტომობილების პრეფიციტი“,- აცხადებენ  კომპანიაში.

რაც შეეხება აპრილ-მაისის სტატისტიკას, კომპანიაში აცხადებენ, რომ caucasus auto market-ზე 2024 წლის I კვარტლის შემდეგ ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი 20%-ით არის გაუმჯობესებული.

„რაც იმას ნიშნავს, რომ პრეფიციტი თანდათან იკლებს.  არსებული მონაცემებით ბესთსელერი მოდელებია: Hyundai Elantra, Volkswagen Jetta, Toyota Camry , Chevrolet Cruze.  მიმდინარე წელს ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების განბაჟება, მსგავსი რეგულაციები აქვთ რეგიონის სხვა ქვეყნებსაც, შესაბამისად, ბაზარს მოთხოვნა შედარებით ახალ ავტომობილებზეა - 2015 წლიდან ზევით. რაც შეეხება ბიუჯეტს, ავტომობილი მომხმარებლისთვის აღარ არის 5-6 წლიანი ციკლის პროდუქტი, ისინი მოიაზრებენ, რომ უფრო ადრე უნდა განაახლონ საკუთარი ავტომობილი, შესაბამისად აქაც მოთხოვნა ბიუჯეტური ფასების ავტომობილებზე საშუალოდ 7000-10000$-ის ფარგლებშია“, - აცხადებენ კომპანიაში. 

შეგახსენებთ, რომ კავკასიის ავტომარკეტი, „კავკასიის ავტოიმპორტის“ ინოვაციური პროდუქტია, რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა.

„ავტომობილის შერჩევისა და ყიდვის რთული და დამღლელი პროცესის გასამარტივებლად კავკასიის ავტო მარკეტმა ავტოშოპინგის უნიკალური გამოცდილება ერთ სივრცეში შექმნა. აქ მომხმარებელი იღებს რჩევებს კომპეტენტური და გამოცდილი ადამიანებისგან, ირჩევს და ადარებს ერთმანეთს სასურველ მოდელებს და ყიდულობს როგორც ერთიანი გადახდით, ისე - სხვადასხვა, მის საჭიროებებზე მორგებული სალიზინგო პროდუქტებით“, - აცხადებენ კომპანიაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა