დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავტოსადგურების სერტიფიცირების ტარიფები ცნობილია

ავტოსადგურების სერტიფიცირების ტარიფები ცნობილია

24-06-2024 12:57:00

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებულებაში ცვლილებების შედეგად, ავტოსადგურების სერტიფიცირების ტარიფები განისაზღვრა. 

ავტოსადგურების სერტიფიცირების საფასური ₾1 000-დან 10 000 ლარამდეა.

  • პირველი კლასის ავტოსადგურის – 10 000 ლარი;
  • მე-2 კლასის ავტოსადგურის – 5 000 ლარი; 
  • მე-3 კლასის ავტოსადგურის – 1 000 ლარი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში მესამე მოსმენით, 83 ხმით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.

კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოწესრიგებას, ნორმების დახვეწას, ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ასევე, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე ავტოსადგურების ლიცენზირებას. 

ცვლილებების მიღების ძირითადი მიზეზია საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის სფეროში და სამგზავრო ავტოსადგურებში არსებული მდგომარეობა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

15 საათის წინ

BIG STORY | სოსო ფხაკაძე

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები