აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე მდებარე ჯანდარგელის წყალსაცავის ერთობლივი გამოყენების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დოკუმენტს ხელი საქართველოში აზერბაიჯანის მელიორაციისა და წყალმომარაგების OJSC-ის წარმომადგენლების ვიზიტის დროს მოეწერა. დელეგაციას აზერბაიჯანის მელიორაციის თავმჯდომარის მოადგილე ზაქირ გულიევი ხელმძღვანელობდა.
ვიზიტი შპს „საქართველოს მელიორაციის“ მოწვევით შედგა. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება წყალსაცავის ერთობლივი გამოყენების შესახებ, მოხდა გარდაბნის სარწყავი სისტემების შემოწმება.
უახლესი
14 საათის წინ
„ნუშიკოს ბაღი“ გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავს16 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა16 საათის წინ
ბათუმში, Grand Mall-ში კავეას კინოთეატრი გაიხსნა17 საათის წინ
თიბისის მობალბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა