დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
BAG: ძლიერი ეკონომიკის შექმნა თითოეული ჩვენთაგანის საზრუნავი უნდა იყოს

BAG: ძლიერი ეკონომიკის შექმნა თითოეული ჩვენთაგანის საზრუნავი უნდა იყოს

2023-12-02 01:14:45

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც წარადგენს და ადვოკატირებას უწევს წევრი კომპანიების ობიექტურ და სამართლიან ბიზნეს ინტერესებს.

 

ასოციაციის უმთავრესი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის ზრუნვაა, რასაც შედეგად ძლიერი და წარმატებული ბიზნეს სუბიექტების ფორმირება უნდა მოჰყვეს.

 

ამასთან, მიგვაჩნია, რომ, ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისთვის ძლიერი და მდგრადი ბიზნესისა და შესაბამისად ძლიერი ეკონომიკის შექმნა არის ქვეყნის წარმატებისა და საზოგადოებრივი განვითარებისა და კეთილდღეობის მთავარი საწინდარი. ვფიქრობთ, რომ ეს არის ის იდეა, რომლის ირგვლივ ყველას გაერთიანება და ამ გზით ქვეყნის მშენებლობა უაღრესად ფასეულია.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისათვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ამ პრინციპებით ვსარგებლობთ ჩვენ საკუთარი საქმიანობის წარმართვისას და ანალოგიურს ვითხოვთ სხვისგანაც. ჩვენ არასოდეს ვცდებით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს და ჩვენს ქმედებებში ყოველთვის ვიფარგლებით იმ თემატიკით, რომელიც ეხება და არ სცდება ბიზნესსა და ეკონომიკას. ასე იყო დღემდე და ასე იქნება ყოველთვის.

 

ამ ფონზე, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, დროდადრო, გარკვეული სუბიექტების მხრიდან, ბიზნესზე პირდაპირი თუ ირიბი ხასიათის შეტევები. ვფიქრობთ, ელემენტარული დაფიქრების შემთხვევაში, არ უნდა იყოს რთული იმის გააზრება და იმაში დარწმუნება, რომ ბიზნესზე შეტევა საშუალო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ვერცერთ სუბიექტს ვერ მოუტანს სიკეთეს და, პირიქით, უფრო მეტად დამაზიანებელი იქნება მათივე რეპუტაციისთვის, ვიდრე იმათთვის, ვისკენაც მიმართული იყოს ის.

 

ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მის სტაბილურობაზე. დარწმუნებული ვართ, რომ ძლიერი ეკონომიკის შექმნა თითოეული ჩვენთაგანის საზრუნავი უნდა იყოს და ამ მიზნის ირგვლივ ყველას კონსოლიდაცია ნამდვილად ღირს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები