დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში სპიკერების საჯარო ლექციები იწყება

ბათუმში სპიკერების საჯარო ლექციები იწყება

2024-06-06 15:14:00

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს სპიკერების საჯარო ლექციებს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის. პირველ საჯარო ლექციას, რომელიც ბათუმში 9 ივნისს გაიმართება, ტრენერი პაატა პაპავა ჩაატარებს.

სექტორის წარმომადგენლებს ის თვითშეფასებასა და თვითმოტივაციაზე ესაუბრება. შემდეგი საჯარო ლექცია 23 ივნისი დაგეგმილი და მას ნანა აბურჯანიძე წარუძღვება. ის სტუმართმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს ტურისტული პროდუქტების გაყიდვებს, არსებულ გამოწვევებს, კომუნიკაციის ძალას, ონლაინ გაყიდვებს, ბაზარსა და კონკურენციაზე წაუკითხავს ლექციას. მესამე საჯარო ლექციას კი 29 ივნისს ნათია გოცაძე ჩაატარებს. მისი მთავარი თემა „ქალაქი, როგორც ბრენდი“ იქნება.

საჯარო ლექციებზე დასწრება მსურველებისთვის უფასოა. სექტორის წარმომადგენლებმა წინასწარი რეგისტრაცია სერვისის ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/ უნდა გაიარონ. წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა   300-ზე მეტ სექტორის წარმომადგენელს ჩაუტარა ტრენინგ-სემინარები.

საგაზაფხულო ტრენინგებისას გადამზადება მიმტანებმა, ბარისტებმა, დასუფთავსების სამსახურისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებმა გაიარეს.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები