დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბერძნული Mikel Coffee უკვე საქართველოშია

ბერძნული Mikel Coffee უკვე საქართველოშია

21-06-2024 16:00:00

ბერძნული Mikel Coffee საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. Mikel Coffee Georgia-მ პირველი ფილიალი თბილისში, ჭავჭავაძის 26-ში გაიხსნა და მალე ქსელის ქვეყნის მასშტაბით გაფართოებასაც გეგმავს.

საქართველო გახდა მე-19 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ბერძნული ყავის მაღაზიათა ქსელი Mikel Coffee არის წარმოდგენილი.

Mikel Coffee Company S.A. არის ყავის მაღაზიების საერთაშორისო ქსელი. ის პირველად საბერძნეთში 2008 წელს გამოჩნდა. თავად სახელში Mikel დაშიფრულია ბრენდის დევიზი: Maybe it’s knowledge entering life, ხოლო კორპორატიულ ლოგოზე გამოსახულია მისი დამფუძნებლის, ელეფთერიოს კირიაკაკისის მამის პორტრეტი. 2015 წელს Mikel-მა გლობალური ექსპანსია დაიწყო და დიდ ბრიტანეთში დაარსდა პირველი უცხოური კომპანია: Mikel Coffee Company Ltd. ამ დროისთვის Mikel-ის გლობალური ქსელი მოიცავს დაახლოებით 350 ობიექტს, რომლებიც მდებარეობს მსოფლიოს 19 ქვეყანაში. მათი უმეტესობა კონცენტრირებულია საბერძნეთში, თურქეთსა და კვიპროსში. ბრენდის ყავის მაღაზიები ასევე წარმოდგენილია საუდის არაბეთის, ბულგარეთის, ქუვეითის, აშშ-ის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, კანადის, ჩრდილოეთ მაკედონიის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, რუმინეთის, ომანის, იორდანიის, გერმანიის, ერაყის, სერბეთის და უკვე საქართველოს ბაზრებზე. გარდა საკუთარი დაწესებულებებისა, ქსელი მუშაობს პარტნიორებთან სხვადასხვა ქვეყანაში ფრანჩაიზის საფუძველზე.

„Mikel - ი ცნობილია ბერძნული პროდუქციის უგემრიელესი მრავალფეროვნებით და ახლა, ეს უგემრიელესი კერძები შეგიძლიათ თბილისშიც დააგემოვნოთ. ეწვიეთ კაფეს და მიირთვით ახლად მოხალული ყავა ავთენტური ბერძნული დელიკატესებით, როგორიცაა ბუღაცაკულური, პურის ჩხირები, ჯემი, ორცხობილა და მრავალი სხვა. და ეს მხოლოდ დასაწყისია! Mikel -ი გეგმავს საქართველოში გაფართოებას და უფრო მეტი კაფეების გახსნას თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

ეწვიეთ და განიცადოთ საბერძნეთის უნიკალური არომატები Mikel-ში“, - აღნიშნულია საქართველოში საბერძნეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები