დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესს სჭირდება ევროპულ კანონმდებლობასთან ადაპტაცია, რაც მთავრობასთან მეტ კომუნიკაციას მოითხოვს - ლევან ვეფხვაძე

ბიზნესს სჭირდება ევროპულ კანონმდებლობასთან ადაპტაცია, რაც მთავრობასთან მეტ კომუნიკაციას მოითხოვს - ლევან ვეფხვაძე

2024-03-01 11:13:00

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ BAG-ის ეგიდით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და პრემიერსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვედრაზე ძირითადად ბიზნესის განწყობებზე მიაწოდებენ ინფორმაციას.

„გვაქვს 4-5 წლის ჭრილში წარმოდგენილი ბიზნესის განწყობის ინდექსები. ეს არის ჩვენი ასოციაციის BAG ინდექსი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ბიზნესის კეთების ინდექსს, ბიზნესის კლიმატს, საინვესტიციო კლიმატს, დასაქმების ბარომეტრს. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ხელის შემშლელი ფაქტორები დინამიკაში დავინახოთ, თუ სად ვართ ახლა. ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერს ჰქონდეს ინფორმაცია Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე. ეს არის მაკროეკონომიკური მონაცემები, სექტორული ანალიზი, 6 ძირითადი სექტორი იქნება წარმოდგენილი. შემდგომ უკვე იქნება პანელური დისკუსია, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები უკვე გაანალიზებენ იმ პრობლემებს, რომელიც მათი თვალთახედვით დღეს არის ეკონომიკაში“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

მისი თქმით, BAG ინდექსში ძალიან კარგად ჩანს ბიზნესის პრობლემები და განვითარების დინამიკა.

„თუ სამი-ოთხი წლის წინ პრობლემა იყო ლარის კურსი, პროდუქციის გაყიდვისა და მოთხოვნის პრობლემა და ა.შ. დღეს სხვა ტიპის პრობლემებია და ეს ორ ჯგუფად არის დაყოფილი. ეს არის სამუშაო ძალასთან დაკავშირებული პრობლემები. დღეს ყველას აწუხებს ქვეყანაში პროფესიულ კადრებზე ხელმისაწვდომობა და მეორე, ეს არის ადმინისტრაციული წნეხი, რომელიც რეგულაციებიდან მოდის. თუმცა ესეც გასაგებია, რომ არის ახალი ტიპის ევროპული რეგულაციები და ჩვენი თხოვნაა, რომ ამ პროცესში მეტად იყოს ბიზნესი ჩართული. მიღებული გვაქვს 40-მდე ევროპული დირექტივა, აქედან გამომდინარე არის სტანდარტები და ამასთან ადაპტაციას სჭირდება ბიზნესის შეგუება, რაც მოითხოვს მეტ კომუნიკაციას მთავრობასა და ბიზნესს შორის“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

დღეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას: „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები", საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები