დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

02-12-2023 07:44:37

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.   

ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტით და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სანტა და ბევრი გათამაშება დახვდებათ. დამთვალიერებლები ორივე დღის განმავლობაში „ქუჩის თეატრის“ წარმოდგენასაც იხილავენ.

ფესტივალზე კონდიტერი ვაჟა წულუკიძე შოკოლადიანი ჩურჩხელების მომზადების მასტერკლასს ჩაატარებს. ღონისძიებაზე საახალწლო გვირგვინებისა და შოკოლადიანი თათარას მოდუღების მასტერკლასიც გაიმართება.

ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს, ბავშვებისთვის კი ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდება.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი უკვე მეხუთედ ჩატარდება. წლევანდელი წელი მასშტაბურობით გამოირჩევა, რადგან ღონისძიებაში მონაწილეობას 30-მდე კომპანია მიიღებს.

შოკოლადის საახალწლო ფესტივალი 12:00-დან 19:00 საათამდე გაგრძელდება.

 Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები