2019 წლიდან გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის საქართველოს ეროვნულ კონსულტანტად მუშაობის პერიოდში აქტიურად ვსწავლობდი ჩინეთი საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს, BRI-ის გავლენას SDG-ების შესრულებაზე საქართველოში, ჩინეთის ურთიერთობებს ევროკავშირთან (კოლეგა ეროვნულ კონსულტანტებთან ერთად რუმინეთიდან, ჩეხეთიდან, სერბეთიდან...)
და ცხადია საქართველოს როლს. ვრცლად უამრავი შემიძლია ვისაუბრო, რადგან ეს იყო ჩემი ექსპერტიზის თემა. თუმცა, მოკლედ, მარტივად ვიტყვი და ცხადია ამ ყველაფრის გამყარება ფაქტებით შემიძლია, რომ:
1. საქართველოს ყველა ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში აქტიურად, ყველა საშუალებით ცდილობდა ჩინეთთან ურთიერთობის გაძლიერებას ყველა მიმართულებით, მათ შორის განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით (2013-2018 "შიგნიდან" ვხედავდი ბევრ რამეს)
2. ვერც ერთი ასეთი მცდელობა ვერ წავიდა შორს - პირველი პიკი იყო მხოლოდ პირდაპირი ფრენები
3. 2013 წელს, როდესაც ჩინეთის პრეზიდენტმა გრანდიოზული ინიციატივა BRI დააანონსა პირველი "ცივი შხაპი" მივიღეთ - საქართველო ოფიციალურ მარშუტებში არ მოხვდა
4. საქართველოს დაიწყო გაძლიერება ურთიერთობების, ამას მოჰყვა აბრეშუმის გზის ფორუმის დაფუძნება, BRI რუქებზე საქართველოს დაფიქსირება
5. შემდგომი ახალი პიკი კვლავ თავისუფალი ვაჭრობა იყო თუმცა უამრავი ღია საკითხით, რაც ჩინეთთან ურთიერთობის მეტ სარგებელს უკავშირდებოდა
6. ახლა პირველად, როდესაც საქართველოს სრულიად განსაკუთრებული თანაც რეალური როლი ენიჭება ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფნიდან გამომდინარე (უნდა ვაღიაროთ, რომ პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ) ამ როლის რეალობად ქცევა ჩინეთის გარეშე შეუძლებელი და უტოპიაა
7. ახლა პირველად, მოხდა ის რაც ყველა ხელისუფლებას უნდოდა როგორმე მომხდარიყო და არ გამოდიოდა ბევრი მიზეზის გამო - ჩინეთთან ურთიერთობა სრულიად სხვა, უმაღლეს პოლიტიკურ საფეხურზე გადავიდა, რომელიც სწორედ იმ ეკონომიკურ სარგებელის მიღებას და საქართველოს როლის ხაზგასმას უზრუნველყოფს რაც ასე გვინდოდა (სარგებელი) და რასაც ასე ვამტკიცებდით (როლი)
ხანდახან, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად არც წარსული სურვილები უნდა დავივიწყოთ და არც ახლანდელი მიღწევების აღიარება უნდა გაგვიჭირდეს.
უახლესი