დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ კონკურენტუნარიანები ვიქნებით არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონშიც - ლაშა პაპაშვილი „ჰეშ ბანკზე“

ჩვენ კონკურენტუნარიანები ვიქნებით არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონშიც - ლაშა პაპაშვილი „ჰეშ ბანკზე“

2024-04-26 10:31:00

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASPs) რეესტრს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ვაითბით ჯორჯია“ შეემატა. კომპანიამ VASPs-ის ლიცენზია უკვე აიღო და მალე, ოპერირებასაც შეუდგება. როგორც Business Insider Georgia-სთან ლაშა პაპაშვილმა განაცხადა,  „ვაითბით ჯორჯიას“ (WhiteBIT Georgia) საქმიანობის სფერო საკმაოდ ნიშურია და ქვეყანაში ჯერ განვითარებული არ არის.

„ჩვენ ორივე ლიცენზია უკვე გაქვს. დათქმითაა ბანკის ლიცენზია და ვმუშაობთ. ასე მარტივადაც არ არის. ივლისში ჩვენ უნდა მივიღოთ სრული ლიცენზია და შემოდგომიდან პროდუქტები ჩავუშვათ. გასულ პარასკევს VASPs-ის ლიცენზიაც მივიღეთ, ანუ ვირტუალური აქტივების მმართველი გავხდით, რაც ასევე ნიშურია. არ არის ეს განვითარებული ჯერ და ჩვენ ქვეყანას აქვს ურთიერთთანამშრომლობა და ხელშეწყობა იმისთვის, რომ დავიკავოთ კარგი ნიშა“, - აღნიშნა პაპაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ WhiteBIT-ი ფლობს VASP-ის ლიცენზიას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის, ესპანეთსა და ლიეტუვაში. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი WhiteBIT-მა დატოვა რუსეთის ბაზარი.

კითხვაზე, თუ რა პროდუქტების ჩაშვებას აპირებს ციფრული ბანკი, პაპაშვილის თქმით მიმდინარე პროდუქტებთან ერთად იქნება კრიპტო მიმართულებაც. 

„ხალხს ეშინია, მაგრამ იქნება კრიპტოც. კარგია, უკვე ტრილიონ ნახევრიანი ბაზარია. Fintech-ი ძალიან კონკურენტული მიმართულებაა. ახლანდელ თაობას და მომავალს თაობასაც უნდათ მხოლოდ კრიპტო, მათ აღარ უნდათ ძველი სერვისები, უნდათ ახალი. ჩვენ თუ გავასწრებთ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით გავწევთ კონკურენციას, არამედ რეგიონულადაც. 

კრიპტოს და ზოგადად Fintech-ის კარგი მომენტი ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიცვათ რეგიონები ბევრად უფრო ადვილად ვიდრე კლასიკური ბანკები შედიან, რადგანაც ყველაფერი ხდება ონლაინ“,  - აღნიშნა პაპაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სებ-მა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, 2023 წლის ბოლოს ბიზნესმენის “ჰეშზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცა.

"სს "ჰეშის" ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს განახორციელოს საბანკო სერვისების მიწოდება ძირითადად ელექტრონული არხებით. ბანკი მიზნად ისახავს ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყოს ბაზრის როგორც ტრადიციული, ასევე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებელი.

უახლესი

8 საათის წინ

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები