ჩვენი საფინანსო სისტემა განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს,- აცხადებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა.
თურნავამ თქვა, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არასოდეს არ იქცევა საერთაშორისო სანქციების თავის არიდების სივრცედ.
„მინდა გითხრათ მკაფიოდ და იგივეს გაიმეორებს ჩვენი ფინანსური სექტორიც, რომ საქართველო არასოდეს არ იქცევა საერთაშორისო სანქციების თავის არიდების სივრცედ. ჩვენი საფინანსო სისტემა სრულად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და აქ არც ერთი დადასტურებული ფაქტი სანქციების დარღვევის არ დაფიქსირებულა, არ მომხდარა და ჩვენც ამ მიმართულებით ვაკონტროლებთ ჩვენს საფინანსო სისტემას.
არის თუ არა სანქციების წესის აღსრულების დაახლოება და შესაბამისობაში მოყვანა ადგილობრივ კანონმდებლობასთან რაიმე დამატებითი რისკის შემცვლელი. არამც და არამც და პირიქით. რაც უფრო თანხვედრაში იქნება ჩვენი საერთაშორისო პრაქტიკა და ვალდებულებების აღსრულება ადგილობრივ კანონმდებლობასთან მით უფრო ნაკლებია რისკები სანქციების აღსრულების პროცესში, მით უფრო ნაკლებია შემდგომ სასამართლოში მოდავების რისკები და მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ბევრი რისკის ადრესირება მოხდა ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა.
„ნებისმიერ რეზიდენტთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი ცნობილია. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს მე ვერ გავაკეთებ აქ განცხადებას, არსებობს საბანკო კონფიდენციალურობა. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა. ამის არანაირი დასტური არ არსებობს. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია“, - აცხადებს თურნავა.
უახლესი
10 საათის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8512 ლარი გახდა