დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-მა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედია გარემოს შესახებ ლექცია ჩაატარა

ComCom-მა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედია გარემოს შესახებ ლექცია ჩაატარა

27-03-2024 12:00:00

ComCom-ის ორგანიზებით, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია "მედია გარემო და მედიის რეგულირება" ჩაატარა, რომელიც მიზნად სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.

ლექციის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია საქართველოში არსებული მედია გარემო და ქვეყნის მედიაპოლიტიკა; რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა; ასევე, რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად; რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და ამასთან ერთად, რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედიის განვითარებაში.

მედიისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ComCom-ის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს 4 უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა და მომავალში სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები