„საქართველოს ევროინტეგრაციის კომისიამ დღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ დამტკიცდა სამოქმედო გეგმა ევროკომისიის კონკრეტულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ სამოქმედო გეგმის შესაბამისად განაგრძობს ევროკომისიასთან კოორდინაციას.“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროინტეგრაციის 70-ე კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სამოქმედო გეგმაში გაწერილია ის კონკრეტული ვადები და პერიოდები, რომელთა ფარგლებშიც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რათა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ერთმანეთს ორივე მხარეს არსებული მოლოდინები, ასევე შეჯერდეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები და პოზიციები. „ამ დოკუმენტის მთავარი სულისკვეთება არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი გუნდი გამოხატავს მზაობას ძალიან აქტიურად ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ჩვენი ინტერესია რეფორმები მაქსიმალური ინკლუზიურობით განხორციელდეს“ - განაცხადა მინისტრმა.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს გააჩნია გრძელვადიანი რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება და რომლის მიზანია საქართველო მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს, როგორც საკანონმდებლო ისე ინსტიტუციური თვალსაზრისით.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის უზარმაზარი ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება სწევს, კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს მოიტანს და 15 დეკემბერს ევროპული საბჭო მიიღებს ერთადერთ სწორ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“ - ხაზგასმით განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უახლესი
1 საათის წინ
რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა კონცენტრაციისას