დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეიდან, ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთი სატვირთო გადაზიდვების კუთხით ამოქმედდა

დღეიდან, ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთი სატვირთო გადაზიდვების კუთხით ამოქმედდა

20-05-2024 12:30:00

დღეიდან, 20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთი სატვირთო გადაზიდვების კუთხით ამოქმედდა და დაუბრუნდა 2022 წლის ნიშნულს, როდესაც იყოს სატესტო რეჟიმში გადაზიდვები, - ამბობს საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი. დავით ფერაძემ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ აღნიშნული სარკინიგზო მაგისტრალზე 24 საათში ნახევარი დღე იქნება სამშენებლო სამუშაოები, ხოლო ნახევარი დღე იქნება სატვირთო გადაზიდვები.

„შესაბამისად პროექტი სრულად დასრულებული არ არის. ველოდებით, რომ უახლოეს თვეებში აზერბაიჯანული მხარე ამას დაასრულებს.

1520 მმ ლიანდაგი უერთდება ახალ სადგურს და ახალ სადგურზე გადადის ე.წ. ევროპულ ლიანდაგებზე - 1435 მმ. არსებობს შესაბამისი დეპო, სადაც ამ მატარებლის აწევა ხდება“, - აღნიშნა ფერაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ არ ხდება საქართველოს სარკინიგზო ლიანდაგების ევროპულ სტანდარტზე გადასვლა, ფერაძემ თქვა, რომ აღნიშნულ პროექტს რამდენიმე მილიარდი და 10 წელი დასჭირდება, რისი საჭიროებაც დღეისათვის არ დგას.
„იყო საუბრები და კითხვები მედიაში, რატომ არ გადადის საქართველოს რკინიგზა ან შია დერეფანი ევროპული ლიანდაგის სტანდარტზე. ამის საჭიროებას დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა ფერაძემ. მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო, ინფრასტრუქტურის შეუსაბამობის გამო გამოეთიშება შუა დერეფანს. 
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები