დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ სარგებლობს ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან - პრემიერი

დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ სარგებლობს ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან - პრემიერი

2024-03-01 12:36:00

ხელისუფლების და ბიზნესის თანამშრომლობას,  ბუნებრივია, ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისთვის განსაკუთრებული, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ზედიზედ მე-4 წელია საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა.

„ხელისუფლების და ბიზნესის თანამშრომლობას,  ბუნებრივია, ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისთვის განსაკუთრებული, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გადის გზა, ჩვენი მთავარი როლი ამოცანების შესრულებისკენ, იქნება ეს სიღარიბის დაძლევა, თუ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება. ეკონომიკის განვითარებაში, რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს ასრულებს ბიზნესი. თქვენ იცით ეკონომიკური განვითარების მონაცემები, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ამ მონაცემებზე ყურადღება. ზედიზედ მე-4 წელია საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა. როგორც მოგეხსენებათ, 2021 და 2022 წლებში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშან ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 7.5%-ით.

წელსაც გვაქვს ძალიან დადებითი პროგნოზი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ასევე იცით, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთ ვინარჩუნებთ საგარეო ვალის დონეს, ასევე ინფლაციის დონეს, 5%-ს ჩამოცდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. მხოლოდ შარშან დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 51 000-ით. შესაბამისად, დაფიქსირდა დასაქმების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი. დადებითი დინამიკა გვაქვს ასევე ტურიზმის სფეროში, სადაც პანდემიამდელ მაჩვენებელს გადავაჭარბეთ შემოსავლების ნაწილში 26%-ით. დღეს, მოგეხსენებათ, საქართველო სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით მსოფლიოს 45 ქვეყანასთან, ეს არის მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის ერთი მესამედი და მრავალი ქვეყნის რეიტინგის გაუარესების ფონზე ჩვენ ვინარჩუნებთ სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს. ეს ყველაფერი, ეს და სხვა მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ეფექტიანი ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ბიზნესის წინსვლას. ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის, ბუნებრივია, ბიზნესის თავისუფლება.

ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო ამ თვალსაზრისით 2012 წლამდე, წინა ხელისუფლების პირობებში. ბიზნესზე ზეწოლა იყო წინა ხელისუფლების სისტემური  დანაშაულის ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინება. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდეგ ეს დამოკიდებულება, მიდგომა ბიზნესის მიმართ ფუნდამენტურად შეიცვალა. ეს მოხდა 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ყველაზე კარგად ესმოდა და ესმის ბიზნესის თავისუფლების ფასი, ქვეყნის განვითარებაში გარდატეხა შეიტანა. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ ბიზნესი სარგებლობს ასევე ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან. ეს, ბუნებრივია, ასეც უნდა გაგრძელდეს", -  განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები