დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძირითადი მიმართულებები გამყვანი ტურიზმის კუთხით ეგვიპტე და თურქეთია - Avianet

ძირითადი მიმართულებები გამყვანი ტურიზმის კუთხით ეგვიპტე და თურქეთია - Avianet

17-05-2024 18:00:00

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ყველაზე მოთხოვნადი ეგვიპტესა და თურქეთში დასვენებაა. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ავიაქსელი • Avianet-ის დამფუძნებელმა ამირან აბესაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ეგვიპტის მიმართულებით ჩარტერული რეისები შარმ ელ შეიხის მიმართულებით სრულდება, ხოლო რაც შეეხება თურქეთს ტურისტების ტრანსპორტირება რეგულარული რეისებით ხდება, სადაც ტურისტულ კომპანიებს წინასწარ აქვთ შეძენილი ბლოკ ადგილები.

„ძირითადი მიმართულებები გამყვანი ტურიზმის კუთხით არის ეგვიპტე და თურქეთი. ეგვიპტის მიმართულებით სრულდება ჩარტერული რეისები.

ფასების ეგვიპტის მიმართულებაზე შარშანდელთან შედარებით გაზრდილი არ არის. თუმცა თურქეთის მიმართულებით ტურისტული პაკეტების ფასი გაზრდილია 10-20%-ით .მოთხოვნა ორივე მიმართულებაზე მზარდია. თურქეთის მიმართულებით ყველაზე აქტიური ბოდრუმში, ანტალიასა და  იზმირში დასვენებაა“ , - აცხადებს ამირან აბესაძე.

მისივე განმარტებით, ეგვიპტის მიმართულებით ტურისტული პაკეტების (7 ღამე) ღირებულება 1200 ლარიდან იწყება, ხოლო თურქეთის მიმართულებით (6 ღამე) 1500 ლარიდან. 

რაც შეეხება მაღალ სეზონს, საუბარია აგვისტოს თვეზე ტურისტული პაკეტების ფასი იზრდება. 
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები