მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

news image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3 პროცენტული პუნქტით 6.5%-მდე გაზარდა.

რაც შეეხება 2025 წლის ზრდის პროგნოზს, ის EBRD-მა უცვლელად 4.6%-ზე დატოვა, ბანკს წინა პროგნოზი 2024 წლის მაისში ჰქონდა გაკეთებული, შესაბამისად, გასულ ოთხ თვეში EBRD-მა საქართველოში უფრო ძლიერი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა დაინახა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი.

EBRD-ის შეფასებით, მთლიანად რეგიონში, რომელსაც ბანკი აჯგუფებს, როგორც „აღმოსავლეთ ევროპა და კავკასია“ ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 3.7% იქნება, მათ შორის ყველაზე მაღალი ზრდა კი საქართველოს ექნება.

სხვა ქვეყნების და მთლიანად რეგიონის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

სომხეთი - ზრდის პროგნოზი 2024 წელს 6.2%;
აზერბაიჯანი - ზრდის პროგნოზი 2024 წელს 3.8%;
საქართველო - ზრდის პროგნოზი 2024 წელს 6.5%;
მოლდოვა - ზრდის პროგნოზი 2024 წელს 3.2%;
უკრაინა - ზრდის პროგნოზი 2024 წელს 3%.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ თურქეთს აქ EBRD 2024 წელს 2.7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზის ანალოგიურია, რუსეთის ფედერაციაში EBRD წელს 3.6%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის, რაც მაისის პროგნოზთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია.

რაც შეეხება ინფლაციას, EBRD აღნიშნავს, რომ ინფლაციის მაჩვენებლები ბანკის წევრ განვითარებადი ბაზრების მქონე ქვეყნებში 2022 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული (17.5%-დან 5.8%-მდე), თუმცა ის კვლავ რჩება 1.6 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი, ვიდრე პანდემიამდელ პერიოდში იყო.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა