საქართველოს ეკონომიკური ზრდა შენელდა, მაგრამ ტრენდი მაინც დადებითია. ახლა მთავარი გამოწვევა ეკონომიკური ზრდის კეთილდღეობაზე ასახვაა, ამ მხრივ ეკონომიკურმა ზრდამ მდგრადობა ვერ შეიძინა. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia-თან ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს.
,,ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე ვრჩებით. მიღწეული კარგია, მაგრამ პრობლემაა, რომ მაინც არ გვაქვს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და ჩვენს თანამოქალაქეებზე არ აისახება ისე, როგორც უნდა იყოს. რაღაც მდგრადობა და სტაბილურობა ამ პროცესმა ვერ შეიძინა. ჩვენ გვჭირდება კეთილდღეობაზე ასახული ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები ვართ 6,2%-თაც კი, მეტი გვჭირდება. ღარიბი ქვეყანა ვართ და თუ არ გავიზრდებით, ვერ დავეწევით განვითარებულ ქვეყნებს, ეს გამოწვევაა", - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის მომხდენ ფაქტორებს, მისი თქმით, მოკლევადიანი ეფექტები ამოწურულია. შესაბამისად, რეალური ზრდაა, თუმცა არასაკმარისი.
,,ეკონომიკურ ზრდაზე სხვადასხვა ფაქტორი მოიქმედებს, ჩვენ გვქონდა სავალუტო შემოდინებები, ასევე ინვესტიციები, რასაც განგრძობითი ეფექტი აქვს ეკონომიკაზე. შარშან მაღალი ტურისტული შემოდინება არ გვქონდა, შესაბამისად, მანდაც ცოტა დაემატა, მთლიანობაში შედეგი დადგა, რაც საერთო ჯამში არცთუ უმნიშვნელოა. თუმცა მეტი შეგვიძლია და ეს უნდა იქცეს მასტიმულირებლად. ეს ჩვენი 6 %-იანი ეკონომიკური ზრდა უფრო რეალურია, ვიდრე 10%-იანი იყო. დიდი ალბათობით, 2024 წელს ამ მაჩვენებლით რეგიონში ლიდერები ვიქნებით", - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.
ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა.
უახლესი
9 საათის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება