თურქეთის ფინანსური სექტორი ახალ, ხელსაყრელ პერიოდში შედის, განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
"თურქული ლირა გაძვირდება", - განუცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში ალჟირიდან დაბრუნებისას, იუწყება Yeni Şafak.
„თურქული ლირის რეალურად დევალვაციის პროცესი დასრულებულია, ახლა დიდია ალბათობა იმისა, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა რეალურად გამყარდეს“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
მისი თქმით, ჯანსაღი პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების წყალობით, ინვესტორების ნდობა ქვეყნის ეკონომიკის მიმართ გაიზრდება.
უახლესი