დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ერთიან ტარიფებზე წლებია ვმუშაობთ, შედეგიც უკვე დადებითია - საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი

ერთიან ტარიფებზე წლებია ვმუშაობთ, შედეგიც უკვე დადებითია - საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი

2024-05-20 13:30:00

ერთიან ტარიფებზე წლებია ვმუშაობთ, შედეგიც უკვე დადებითია, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. დავით ფერაძემ რუბრიკაში შუა დერეფნის ფარგლებში რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე და ზოგადად შუა დერეფანში ერთიან სატარიფო პოლიტიკის საჭიროებაზეც ისაუბრა. დავით ფერაძის თქმით, მიღებული დადებითი შედეგებით დერეფანს არა ერთი ახალი ტვირთი დაემატა 

„გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ინტერესი შუა დერეფნის მიმართულებით, სატრანსპორტო კუთხით გაზრდილია. ასევე მინდა ვახსენო გაზრდილი სიჩქარე, მაგალითად ხორგოსიდან წამოსულ ტვირთს თუ ფოთამდე სჭირდებოდა 25 დღე, ბოლო 4 თვის მაჩვენებელს გეტყვით, რომ წამოვიდა 12 მატარებელი და საშუალო პერიოდი უკვე იყო 10-12 დღე. მთავარია, რომ ახლა ეს ვადა შევინარჩუნოთ, რაც რა თქმა უნდა გააუმჯობესებს ტვირთბრუნვას“, - აღნიშნა დავით ფერაძემ. 
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები