დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპული საწვავის წილი იზრდება, ბაზარი დივერსიფიცირებულია - ირაკლი ლექვინაძე

ევროპული საწვავის წილი იზრდება, ბაზარი დივერსიფიცირებულია - ირაკლი ლექვინაძე

2024-04-19 11:00:00

ბოლო რამდენიმე კვირაა ვხედავთ, რომ საწვავზე ფასი იზრდება, თუმცა განსხვავებით იმ პერიოდისგან, როდესაც ჩვენ სანქცირება გავაკეთეთ, სადაც კი კოორდინირებული ქმედება დავინახეთ. დღეს ეს პროცესი მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარების გავლენის ფონზე ხდება, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

ლექვინაძის თქმით, სააგენტო აკვირდება ბაზარზე არსებულ ვითარებას და ფასწარმოქმნის მაჩვენებელს და დღეისათვის ბაზარზე ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და საწვავზე ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებასთან და გამოწვევებთან. 

„გასულ წელს ორი გამორჩეული საკითხი იყო და ორივე მიმართულებით აქტივობა ჩვენი მხრიდან გრძელდება. პირველ რიგში ჩვენ მოკვლევის დასრულების შემდეგ ბაზრის მონიტორინგი გავაგრძელეთ და სულ რამდენიმე დღის წინაც გვქონდა შეფასებები 2024 წლის პირველი კვარტლის ვითარების შესახებ.

ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირაა ვხედავთ, რომ გარკვეული მაჩვენებლით საწვავზე ფასი იზრდება,  ვუყურებთ ზრდის და ფასზე ზეგავლენის ფაქტორებს. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვითარება განსხვავდება იმ პერიოდისგან, როდესაც ჩვენ სანქცირება გავაკეთეთ, სადაც კი კოორდინირებული ქმედება დავინახეთ. დღეს ეს პროცესი მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარების გავლენის ფონზე ხდება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დაძაბულობის კერა არის, მათ შორის ჩვენს რეგიონთან ძალიან ახლოს.

ლოგისტიკა გართულებულია, რაც მთლიანობაში აისახება ფასებზე. მიუხედავად იმისა, რომ კურსი ძალიან სტაბილური გვაქვს ბოლო პერიოდში მსოფლიო ფასის გავლენა მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ვუყურებთ კომპანიების ფასწარმოქმნის მთელ სტრუქტურას, მათ შორის გონივრული ვადის გათვალისწინებით იმპორტის ღირებულება სათანადო დროში აისახება საცალო ფასზე, ვაკვირდებით კომპანიების მარჟების ცვლილებას და დღეს ვხედავთ, რომ ფასებიც საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ შორის მსხვილ კომპანიებში. დაახლოებით 40%-მდეა მცირე კომპანიების წილი“, - განაცხადა ლექვინაძემ. 

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, დღეს ბაზარზე არაევროპული საწვავის წილი შემცირებულია და საწვავის იმპორტი ძირითადად ბულგარეთიდან და რუმინეთიდან ხდება. 

„თუ იმპორტის ღირებულება იაფდება და ეს არ აისახება საცალო ფასზე და ხდება ფასის შენარჩუნება გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, ეს არის პირველი ნიშანი, როდესაც ჩვენ შეიძლება უფრო სიღრმეებში წავიდეთ.

2023 წლის 8 თვის ნაწილში ჩვენ დავინახეთ კოორდინირებული ქმედება, თუმცა დღევანდელი ვითარებით და პირველი კვარტლის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ ვითარება აბსოლუტურად საბაზრო ფაქტორების გავლენით არის ჩამოყალიბებული და კონკურენციაც ამ მხრივ რეალურად არსებობს, წყაროებია დივერსიფიცირებული, არაევროპული საწვავის წილი მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ევროპული საწვავის წილი გაზრდილია

ის უპირატესობა რაც ადრე ჰქონდა არაევროპულ საწვავს და კონკრეტულად რუსულ საწვავს, შეიძლება ითქვას, რომ თვითღირებულებაში 10-15 თეთრიანი ცვლილებაც კი იყო. ამიტომ დივერსიფიცირება პროცენტულ ჭრილშიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. გამოირიცხა შიშები, რომ იყო ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული, მარტივია ძალიან: კომპანიები სადაც ნახულობენ შედარებით იაფი საწვავის წყაროს სწორედ იქიდან ხდება იმპორტი. ამ შემთხვევაში ბულგარეთი და რუმინეთი არიან მთავარი მომწოდებლები“, - აღნიშნა ლექვინაძემ. 

უახლესი

12 საათის წინ

12 საათის წინ

15 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები