დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფინანსური პროდუქტები | გამჭვირვალეობა და ფინანსური განათლების მნიშვნელობა მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის

ფინანსური პროდუქტები | გამჭვირვალეობა და ფინანსური განათლების მნიშვნელობა მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის

14-11-2021 12:39:30

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი პრიორიტეტულია ფინანსური მარეგულირებლებისა და საზედამხედველო ორგანოების დღის წესრიგში. ფინანსური პროდუქტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს პარალელურად, მომხმარებელთა და ზოგადად საზოგადოების ფინანსური განათლების დონის ამაღლება მომხმარებელთა უფლებების დაცვის ძირითადი კომპონენტია. აღნიშნული მომხმარებელთა ფინანსური კეთილდღეობის, ინოვაციისა და ზოგადად ფინანსური ბაზრის განვითარების წინაპირობაა. შესაბამისად, მომხმარებელთა დაცვისა და ფინანსური განათლების დონის ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებები სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს მასშტაბით. ამ მხრივ, არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს. თუმცა, ამჟამად არსებული საკანონმდებლო ჩარჩო და ფინანსური განათლების ამაღლებისაკენ გადადგმული ნაბიჯები არ იძლევა მომხმარებელთა მაქსიმალური დაცვის საშუალებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, შექმნილი საკანომდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო ძირითადად მიმართულია მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე. თუმცა, შესაბამისი და სათანადო ინფორმაციის ფლობის პირობებშიც კი არ არსებობს იმის გარანტია, რომ აღნიშნულ ინფორმაციას მომხმარებელი სწორად გამოიყენებს და მიიღებს ეფექტიანი ფინანსურ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლებისაკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები. უნდა შემუშავდეს და შემდგომში განხორციელდეს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია. სწორედ განათლება, მათ შორის ფინანსური, ის უმთავრესი იარაღია, რომელიც ინოვაციებისა და სწრაფი ცვლილებების ეპოქაში ადამიანებს საშუალებას მისცემს მიიღონ ეფექტიანი და მათი ფინანსური კეთილდღეობის განმსაზღვრელი გადაწყვეტილებები.

სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ  იხილოთ აქ

წყარო: www.finedu.gov.ge

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები