მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

ფონდმა „ქართუ"-მ ქალაქს 40 ჰექტრამდე სარეკრეაციო სივრცე გადაურჩინამ - რევაზ სოხაძე

news image

„რომ არა ფონდი „ქართუ“ დღეს იპოდრომის მთელი ტერიტორია განაშენიანებული იქნებოდა“  - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო დღეს თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტს განიხილავს, რომელსაც რევაზ სოხაძის თქმით, საკრებულოს უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

როგორც საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი საინტერესო და ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

 

რევაზ სოხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იპოდრომზე, დაახლოებით 40 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკი გაშენდება, რომლის სამუშაოებიც უკვე მიმდინარეობს. მისივე თქმით,  „ფონდმა „ქართუ“-მ ქალაქს 40 ჰექტრამდე სარეკრეაციო სივრცე გადაურჩინა და სულ მალე თბილისს ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე შეემატება. 

 

 „დღეს საკრებულო  თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმას განიხილავს. ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის რეკრეაციული სივრცე. მე კი მინდა, მოგახსენოთ, რომ ტერიტორიას,  როდესაც იგი  „ქართუ“-მ იყიდა, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა ედო, რაც  მაღალი ინტენსივობის მშენებლობის განხორციელებას გულისხმობს.  მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა  აღნიშნული ტერიტორია შეიძინა, მას  რეკრეაციული ზონა დაედო.  რომ არა ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორია ინტენსიურად  განაშენიანდებოდა და ამის კონკრეტული გეგმა არსებობდა. იმდროინდელი გეგმის თანახმად, ტერიტორიაზე, სადაც დღეს ცენტრალური პარკი კეთდება, მრავალსართულიანი ნაგებობების განთავსება იგეგმებოდა. სწორედ ფონდმა „ქართუ“-მ  გადაარჩინა იპოდრომის ტერიტორია განაშენიანებას“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის თქმით, ოპონენტების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების ხელყოფა ხდება -ტყუილია. დეპუტატის თქმით,  ბოლო წლების განმავლობაში, რეკრეაციული სივრცეები ასობით ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო, რაც ამ ქალაქის ისტორიაში არასდროს მომხდარა.  

რევაზ სოხაძის განცხადებით, პროექტი, რომელსაც თბილისის საკრებულო დღეს განიხილავს, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დეპუტატი აცხადებს, რომ საკრებულოს უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა