საქსტატის წინასწარი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა 2023 წლის ოქტომბერში, რაც თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან. ოქტომბერში ზრდა ძირითადად მომსახურების დარგებმა განაპირობეს, რომელთაგან მაღალი კონტრიბუციით გამოირჩეოდა საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის და ტრანსპორტის დარგები. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.9% შეადგინა.
მიმდინარე წლის მაღალ ეკონომიკურ ზრდას უმეტესწილად მაღალი სავალუტო შემოდინებები და ინფლაციის შემცირების შედეგად გაზრდილი მსყიდველუნარიანობა განაპირობებს. ამასთან, ლარის სტაბილური კურსი მომხმარებლის და ბიზნეს განწყობებზე დადებითად მოქმედებს. შედეგად, დაჩქარებულია ბიზნეს აქტივობა და კერძო სექტორის მოხმარება, რომელთა კონტრიბუცია მშპ-ში მზარდია.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინფრასტრუქტურული ხარჯები მაღალ დონეზე ნარჩუნდება (ეკონომიკის ზომასთან მიმართებით 8.6%-ზეა დაგეგმილი ბიუჯეტში). ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზრდება 2023 წელს და ეკონომიკის ზომა 80 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც 30.3 მლრდ აშშ დოლარის ექვივალენტია. ამასთან, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8,108 აშშ დოლარს გაუტოლდება და საქართველო კავკასიის რეგიონში ლიდერ პოზიციას დაიკავებს.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში თურქეთში ინფლაცია 47%-მდე შემცირდა7 საათის წინ
Bitcoin-ის ღირებულება მკვეთრად დაეცა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა