დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024

განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024

2024-03-02 15:34:00

2 მარტს, 12:00-დან 18:00 საათამდე, თიბისი კონცეპტის და UK Bridge-ის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიური ღონისძიება განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024 გაიმართება. 

ღონისძიება ჩატარდება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლა-პანსიონები და უნივერსიტეტები სხვადასხვა ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია და სხვა. 

UK Bridge ადგილზე გაგიწევთ უფასო კონსულტაციას. თქვენი მოთხოვნებიდან და სურვილებიდან გამომდინარე, შეგარჩევინებთ და შეგახვედრებთ სკოლასა თუ უნივერსიტეტს.

დამატებით, გამოფენაზე მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში და მოიგონ: 

• 3 თვიანი უფასო IELTS-ის კურსი UK Bridge-ის ონლაინ სასწავლო ცენტრში 
• 3 თვიანი კურსი UK Bridge-ის ონლაინ სასწავლო ცენტრში მოზარდებისთვის
• 2 კვირიანი საზაფხულო კურსი დიდ ბრიტანეთში, 11-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის 

გთხოვთ, ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდეთ 2 მარტის 12:00 საათამდე, შემდეგ ბმულზე: https://www.conceptevents.ge/

გამოფენაზე მოსული თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის ვრცელდება 5-დან 10%-მდე ფასდაკლება მონაწილე სკოლების საზაფხულო კურსებზე.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები