დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სუბსიდირებული ფრენები დაინიშნება

გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სუბსიდირებული ფრენები დაინიშნება

2024-05-20 11:30:00

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სუბსიდირებული ფრენები დაინიშნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს და ამისთვის მნიშვნელოვანია მგზავრობის გამარტივება და გაიაფება. შესაბამისად, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები და ხდება ჩარტერული რეისების დანიშვნა, სუბსიდირებით და ასევე ვასუბსიდირებთ მთელ რიგ რეგულარულ ფრენებს. მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები, პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში.

მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 ათას გულშემატკივარს, დაახლოებით 2 ათასი გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით ათასი გულშემატკივრისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთი გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო. შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება. სუბსიდირებული ავიაბილეთების შეძენას შეძლებენ მოქალაქეები, რომლებსაც შეძენილი აქვთ შესაბამისი საფეხბურთო მატჩების ბილეთები.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები