მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

გიორგი ცუცქირიძე: ყველა ეკონომიკური ფაქტორი ლართან ერთად მყარია, ჩვენი ძვირფასი ,,კუპონა“ ხავსსაც  ვეღარ ეჭიდება და  კვლავ სებ-ს ესხმის

news image

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე რომან გოიცირიძის მორიგ ტყუილს ეხმიანება და პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,რომან გოცირიძის ეკონომიკის ცოდნა ან მიზანმიმართული  ტყუილები  უკვე პირველკურსელი სტუდენტის ეკონომიკის საფუძვლების ცოდნის დონესაც კი ვერ აკმაყოფილებს. თუ რატომ ახლა მოგიყვებით დეტალურად: 

იმ ვითარებაში როდესაც EBRD ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მნიშვნელოვნად გვიზრდის, The Heritage Foundation-ი საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში აწინაურებს, იანვარში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ყველა ეკონომიკური ფაქტორი ლართან ერთად მყარია, ჩვენი ძვირფასი ,,კუპონა“ ხავსსაც  ვეღარ ეჭიდება და  კვლავ სებ-ს ესხმის თავს. 

ეს ისევ იმ სერიიდანაა - უი, სებ-ს რეზერვები უყიდია გვექცევა ეკონომიკაო, სებ-ს რეზერვი გაუყიდია აქაც გვექცევაო ეკონომიკაო. ძვირფასო , რომან, არ არის ეს ეკონომიკა და ანალიტიკა შენი ძლიერი მხარე და მოდი იქნებ რამე სხვა რამით დაკავდე?

ახლა ვნახოთ, ცრუპენტელა რომანის პოსტების პარალელურად რა ხდება სინამდვილეში: 

ეროვნულ ბანკს ცალკეულ შემთხვევებში როდესაც უწევს ბაზარზე ჩარევა, თქვენი და თქვენნაირი ეკონომიკის/ქვეყნის მტრების დესტრუქციული ქმედებების შედეგად  არასწორი მოლოდინების გასანეიტრალებლად, მოქმედებს ბაზარზე წარმოქმნილი სიტუაციის მიხედვით, თუმცა ამჯერად ასეთი საჭიროება არ ყოფილა და დღის წესრიგშიც არ დამდგარა. 

ხალხმა კარგად დაინახა  რაც ხართ თქვენ, ამ ეტაპზე არ ყოფილა ერთჯერადი ჩარევების საჭიროება. არასწორი მოლოდინების გამო სავალუტო ბაზარზე რყევები არ დაფიქსირებულა. შესაბამისად,  რატომ უნდა ჩარეულიყო სებ-ი?! დარწმუნებული ვარ, რომ არ ყოფილა ჩარევა, დარჩა ვალის მომსახურება და სავარაუდოდ, დიდი ალბათობით საგარეო ვალის მომსახურების გამო არის შემცირებული ჩვენი რეზერვები, რაც რაიმე ტიპის პრეცედენტს კი არა ჩვეულებრივ მომენტს წამროადგენს ეკონომიკაში. აღდგომა და ხვალეო, დაველოდოთ 25 რიცხვს და გამოჩნდება ყველაფერი...

ამ კაცს რა უნდა ვურჩიოთ აღარ ვიცი, მემგონი ის დროა ,,ეკონომიკის საფუძვლების“ წიგნები გავუგზავნოთ საჩუქრად რომ ცოტა რაიმე წაიკითხოს ან გაიხსენოს მაინც”, - წერს ცუცქირიძე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა