დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გოგორა“ -  ხის სათამაშოებისა და ფუნქციური ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია

„გოგორა“ - ხის სათამაშოებისა და ფუნქციური ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია

2023-02-20 22:28:05

„გოგორა“ - ასე ჰქვია ხის სათამაშოებისა და ფუნქციური ავეჯის მწარმოებელ ქართულ კომპანიას, რომელიც 4 შვილის დედამ, ნინო რაზმაძემ შექმნა. მას გამოცდილება არც გაყიდვების და არც ბიზნესის მართვის მიმართულებით ჰქონია, თუმცა საქმეში ჩართვის შემდეგ მიხვდა, რომ ეს საქმიანობა მისთვის საკმაოდ ახლობელია;

„გოგორას“ მრავალფეროვანი პროდუქცია ორ მთავარ კატეგორიად იყოფა — ქართული ფოლკლორული ხის სათამაშოები და ავეჯი, რომელიც ინსპირირებული და თავსებადია მონტესორის, პიკლერის, ვალდორფის ბავშვთა აღზრდის ჰუმანისტურ მეთოდებთან. ბრენდის მიზანია ბავშვებისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო და განმავითარებელი გარემოს შექმნა და ამ პროცესში ძველი, ნაცადი იდეებისა და თანამედროვე მიდგომების ინტეგრირება. 

,,ღრმად მწამს, რომ თუ გვსურს ხვალ უკეთესი მსოფლიო გვქონდეს, დღეს მეტად უნდა ვიზრუნოთ ბავშვებზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობლების მენტალური ჯანმრთელობა. ამიტომ ვფიქრობთ, მეტად საპასუხისმგებლო მისია გვაქვს მხარი დავუჭიროთ ბავშვების ჯანსაღად აღზრდით დაინტერესებულ უფროსებს ბავშვების ჰუმანურ, გონიერ, თავისუფალ ადამიანებად ჩამოყალიბების პროცესში“ — ნინო რაზმაძე, „გოგორას“ დამფუძნებელი.


„გოგორა“ სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამის ბენეფიციარია და ბრენდინგის კომპონენტით სარგებლობს. კომპანიის დამფუძნებელს გავლილი აქვს სააგენტოს ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი.
სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, „გოგორა“ ცოტა ხნის წინ გერმანიაში, სათამაშოების ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე spielwarenmesse იმყოფებოდა. გამოფენაზე კომპანიის საბავშვო პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. 


დასასრულს მიუახლოვდა „გოგორას“ მასშტაბური პროექტი მაღალმთიან აჭარაში. ქედის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ გუნდაურში პირველი ენერგოეფექტული და მწვანე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო მოეწყო. გარდა წარმოებისა, აქ იქნება ტურისტული ლოკაციაც, სადაც დაინტერესებულ პირებს ადგილობრივი ოსტატების ვორკშოპებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. 

,,გვჯერა, რომ საერთაშორისო სტანდარტებით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით წარმოება საქართველოს მთაშიც შესაძლებელია“ — ნინო რაზმაძე, „გოგორას“ დამფუძნებელი.


„გოგორა" არ აპირებს შეჩერებას და spielwarenmesse-ზე დაწყებული მოლაპარაკებების ბოლომდე მიყვანას და კომპანიის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას გეგმავს. 

 

კომპანიის დამფუძნებელი კი დამწყებ მეწარმეებს ურჩევს:

  • საფუძვლიანად შეისწავლონ პროდუქტი, რომელსაც აწარმოებენ;
  •  ობიექტურად შეაფასონ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები;
  • დააკვირდნენ ინდუსტრიის და მასში საკუთარ თავს, 360 გრადუსით;
  • მიიღონ განათლება ნებისმიერი გზით და ფორმატით; 
  • დროის მენეჯმენტი;

მთავარია პროექტის განხორციელების ხარისხი, და არა მხოლოდ - მოგება;

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები