დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Golden Tulip Design Tbilisi-ის ტერასა იხსნება

Golden Tulip Design Tbilisi-ის ტერასა იხსნება

18-05-2024 20:59:00

შენი საყვარელი ტერასა იხსნება და მთელი ზაფხული ჯადოსნურ საღამოებს გპირდება! - Golden Tulip Design Tbilisi

24 მაისს, Twentyfive Events-თან თანამშრომლობით, თქვენს წინაშე ცნობილი დიჯეი Dali წარსდგება. მისი ვიდეოები სოციალურ ქსელებს იპყრობს და მილიონობით ნახვა აქვს.

იგი პირველად ეწვევა საქართველოს და მსმენელს თავის განსაკუთრებული სტილის აფრო-ჰაუს მუსიკას გაუზიარებს.

25 მაისს კი თქვენი საყვარელი კოლაბორაცია ბრუნდება! Golden

Tulip X Memo Events

დაუვიწყარ საღამოს შემოგვთავაზებს DJ და პროდუსერი DA MIKE. იგი გახლავთ AFRO HOUSE ჟანრის ტოპ ტრეკების ავტორი. ის წლების განმავლობაში ტოპ ჩარტებს შორის პირველ ადგილზე პოზიციონირებული დიჯეი და პროდუსერია. DA MIKE-ს თრექებს ასრულებენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი არტისტები როგორებიც არიან: BLACK COFFEE, BLONDISH, ADRIATIQUE და სხვა მრავალი.

ისიამოვნე თბილისის ყველაზე ლამაზი ხედით, გემრიელი სამზარეულოთი და საავტორო კოქტეილებით. მზის ჩასვლის შემდეგ კი, ცნობილი არტისტების მუსიკით, ღია ცისქვეშ.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები