მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7085.9
-0.0017
flag
AZN 1.5889
-0.0003
flag
CNY 38.211
0.0003
flag
EUR 3.1354
-0.0046
flag
GBP 3.5644
-0.0076
flag
KZT 53.15
0.0041
flag
TRY 0.0637
0.0001
flag
USD 2.7015
-0.0005

გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა 2013 წლამდე წარმოებული ავტომანქანების იმპორტისთვის საშეღავათო პერიოდს დაუშვებს - ასოციაცია

news image

გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა 2013 წელამდე წარმოებული ავტომანქანების იმპორტისთვის საშეღავათო პერიოდს დაუშვებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმა განუცხადა.

თუმცა ავტოიმპორტიორი არც იმას გამორიცხავს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს.

„ჩვენი მოთხოვნაა 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის შემოღება 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტისთვის, რადგან ავტოიმპორტიორები ქვეყანაში ამ ხანდაზმულობის ავტომობილების შემოყვანას ვერ ასწრებენ. თუმცა კარგად ვიცით, რომ მხოლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ იღებს გადაწყვეტილებას. დაველოდებით პასუხს“, - ამბობს ლაშა დარბაისელი.

მისი თქმით, 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა 3 თვით მაინც არ გადავადდა, ამას  უარყოფითი გავლენა ექნება როგორც ავტოიმპორტზე, ისე რიგით მოქალაქეებზე, ვინც ამ ხანდაზმულობის ავტომობილი შეიძინა და ქვეყანაში შემოყვანას დათქმულ ვადებში ვერ ასწრებს.

„ვფიქრობ, ასე ხისტად ამ პრობლემის გადაწყვეტა არ შეიძლება“, - ამბობს ლაშა დარბაისელი.

რაც შეეხება გავლენას სექტორზე, ავტოიმპორტიორის პროგნოზით,  2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების ფასები დაახლოებით 30-40%-ით მოიმატებს. რაც შეეხება რეალიზაციას, სამომავლოდ მოსალოდნელია დიდი ჩავარდნა, რადგან მოქალაქეების უმეტესობას ხელმისაწვდომობა შეეზღუდება.

„ფასი მკვეთრად გაიზრდება დაახლოებით 30%-მდე, ცხადია, ეს შეეხება იმ ავტომობილების კატეგორიას, რომლის იმპორტსაც ვერ მოახდენენ. ეს არის ბაზარზე უკვე არსებული მანქანები და ასევე ის ნაწილი, რომელიც 2024 წლამდე შემოვა. პირობითად, თუკი ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი ვთქვათ, TOYOTA PRIUS-ი, HONDA FIT-ი, NISSAN TIIDA და სხვა, მომხმარებლისთვის შედარებით ხელმისაწვდომია, 2024 წლიდან წვდომა შეეზღუდებათ. დღესდღეობით ამ ავტომობილების ფასი საშუალო 5 000 დოლარის ფარგლებშია, რეგულაციის დაწესების შემდეგ სავარაუდოდ, დაახლოებით 7 000-7 500 დოლარამდე გაძვირდება.

ვფიქრობ, რომ არ ვართ მზად ასეთი სიახლისთვის ხალხის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. გარდა იმისა, რომ მოქალაქეები მანქანებს ვერ იყიდიან, მეორადი ავტონაწილები და მასთან დაკავშირებული სერვისების ფასები გაიზრდება, რაც საბოლოოდ ყველას დააზარალებს", - ამბობს ლაშა დარბაისელი Business Insider Georgia- თან.

რაც შეეხება ავტოიმპორტის სექტორს, დარბაისელის თქმით, ეს დარგი რეექსპორტის ხარჯზე განაგრძობს არსებობას. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა