კომპანია Huawei-მ სატელიტური ინტერნეტის თავისი ვერსიის წარმატებული ტესტირების შესახებ განაცხადა, რომელიც SpaceX-ის Starlink-ის მსგავსი იქნება.
საჰაერო კოსმოსური საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უკაბელო ტექნოლოგიების ლაბორატორიის მთავარმა მკვლევარმა Huawei 6G-მ გარკვეული დეტალები გააზიარა, საიდანაც ირკვევა, რომ Huawei-ის თანამგზავრული ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე 660 მბიტ/წმ-მდეა.
Huawei-მ არ გაამჟღავნა, თუ რომელი თანამგზავრები გამოიყენეს საკუთარი ქსელის შესაქმნელად. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი დედამიწის დაბალ ორბიტაზე არიან განლაგებული (როგორც Starlink).
ცნობილია, რომ ჩინეთმა გარკვეული პერიოდის უკან უკვე გაუშვა ამ ტიპის საკუთარი თანამგზავრები, რომლებმაც შესაძლოა უზრუნველყოს სატელიტური კომუნიკაციები Huawei-სთვის.
რა თქმა უნდა, Starlink-ის მსგავსი სრულფასოვანი ქსელის შესაქმნელად ჩინურ კომპანიას გარკვეული დრო დასჭირდება. წარმატებული ტესტების მიუხედავად, ზუსტად არ არის ცნობილი, როდის ამოქმედდება აღნიშნული ქსელი.
საგულისხმოა, რომ ფლაგმანურ სმარტფონს Huawei Mate 60 Pro+-ს, რომელიც სექტემბერში იქნა წარმოდგენილი, უკვე აქვს თანამგზავრული კომუნიკაციების მხარდაჭერა.
უახლესი
10 წუთის წინ
თურქეთში ინფლაცია 49,38%-მდე შემცირდა