დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
I კვარტალში საქართველოში $201 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

I კვარტალში საქართველოში $201 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

10-06-2024 11:35:00

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2022-2024 წლებში:

2024 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7 პროცენტია. რეინვესტიციამ 92.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 45.9 პროცენტით განისაზღვრა.

2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა (ცხრილი №3):

2024 წლის პირველ კვარტალში პირველ ადგილზეა თურქეთი - 42.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.0 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი - 41.5 მლნ. აშშ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ - 33.7 მლნ. აშშ დოლარით (16.7 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5 პროცენტს შეადგენს. 2024 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით წარმოდგენილია დიაგრამაზე №2.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2024 წლის I კვარტალში, ეკონომიკის სექტორების მიხედვით მოცემულია ცხრილში №4:

2024 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 78.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 39.5 მლნ. აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 38.8 მლნ. აშშ დოლარით (19.3 პროცენტი). 2024 წლის I კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით წარმოდგენილია დიაგრამაზე №3:

მონაცემების კორექტირება ხორციელდება საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად (რეგულარული გადასინჯვის პრინციპის საფუძველზე) რესპონდენტების/ადმინისტრაციული წყაროების მიერ მონაცემების დაზუსტების შედეგად.

2018 წლის მარტიდან (სსფ-ის რეკომენდაციის შესაბამისად) საქსტატმა დაიწყო საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკის გამოქვეყნება ინტეგრირებული ფორმატით, რაც საშუალებას აძლევს ეკონომიკურ სუბიექტებს, რეგულარულად მიაწოდონ საქსტატს დაზუსტებული ინფორმაცია.

საქსტატი, თავის მხრივ, იყენებს აღნიშნულ შესაძლებლობას და მუდმივად ახორციელებს მონაცემთა განახლებას სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის ამაღლების მიზნით. 2023 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2024 წლის 15 აგვისტოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები