2023 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 8.8 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 19.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 64.2 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.3 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 20.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 44.4 პროცენტი, საშუალოზე - 23.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 32.5 პროცენტი.
2023 წლის III კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 17.3 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით მეტი) შეადგინა.
უახლესი
16 საათის წინ
Nvidia-ს აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა