მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა

news image

ინგლისის ბანკმა (BOE) წელს პირველად საპროცენტო განაკვეთი შეამცირა, რაც მონეტარული შერბილების გაგრძელების სიგნალს იძლევა, განსაკუთრებით 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების ფონზე. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია, ცენტრალურმა ბანკმა საკვანძო საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით, 4.5%-მდე შეამცირა, ხოლო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (MPC) ცხრა წევრიდან შვიდმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ორი წევრი უფრო აგრესიული შემცირების (50 საბაზისო პუნქტის) მომხრე იყო. გუბერნატორმა ენდრიუ ბეილიმ აღნიშნა, რომ BOE წელს მონეტარული პოლიტიკის შემდგომ შერბილებას ელოდება, თუ ეკონომიკური პირობები პროგნოზთან შესაბამისობაში იქნება. ამასთან, ბანკმა 2025 წლის ზრდის პროგნოზი მკვეთრად შეამცირა —1.5%-დან 0.75%-მდე, რაც ეკონომიკური ინერციის შენელებისა და ინფლაციისა და შრომის ბაზრის გაურკვევლობების ფონზე მიღებული გადაწყვეტილებაა

„ინგლისის ცენტრალური ბანკის ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს მონეტარული პოლიტიკის ცვლილებას, რაც მას სხვა ცენტრალურ ბანკებთან აერთიანებს, რომლებიც ბოლო წლების გამკაცრების შემდეგ პოლიტიკის შერბილების ფაზაზე გადადიან. ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ინფლაციის შემცირების კუთხით ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, ვინაიდან გარე შოკები შემცირდა." თუმცა, ცენტრალური ბანკი ფრთხილ და ეტაპობრივ მიდგომას უჭერს მხარს, რათა მონეტარული პოლიტიკის შერბილების პროცესი კონტროლს არ გასცდეს“, აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა