დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია - რატომ შემცირდა ექსპორტი

ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია - რატომ შემცირდა ექსპორტი

2023-12-06 12:00:50

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 66,357.59 ათასი დოლარის ღირებულების 14,185.19 ტონა თხილი გავიდა. ეს მაჩვენებლები კი 2022 წლის 10 თვის მონაცემებთან 19%-იან კლებას აფიქსირებს. 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტზე 17,577.23 ტონა თხილი და სხვა კაკალი გავიდა, რომლის ღირებულებამაც  75,318.57 ათასი დოლარი შეადგინა. ანუ თხილის ექსპორტიდან წელს ქვეყანამ 12%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო.

ბოლო წლების სტატისტიკით საქართველომ  ყველაზე მეტი თხილი ექსპორტზე 2013 წელს გაიტანა, საუბარია 30,289.39 ტონაზე, ხოლო რაც შეეხება შემოსავალს ის რეკორდული 2014 წელს იყო, როდესაც ქვეყანამ თხილის რეალიზაციიდან 183,399.07 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 

ქართული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ევროკავშირია და უფრო კონკრეტულად იტალია და გერმანია.  2023 წლის საანგარიშო პერიოდში ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის 52%-ი შევიდა. 

2023 წლის 10 თვეში ექსპორტირებული თხილის 22%-ს სწორედ იტალიაზე, ხოლო 12%-ი გერმანიაზე.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო თხილს ყიდის:

  • იტალია - 3,161.76 ათასი დოლარი;
  • გერმანია - 1,657.04  ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 1,608.36  ათასი დოლარი;
  • სომხეთი - 965.58  ათასი დოლარი;
  • ექსპანეთი - 831.28  ათასი დოლარი;

რეალურად ხარისხიან ქართულ თხილზე ევროკავშირში დიდი მოთხოვნაა, თუმცა საექსპორტო პროდუქციის ხარისხი ქვეყანაში ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის კლიმატურ პირობებზე და მის მოვლა-პატრონობაზე. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები