დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს - შალვა პაპუაშვილი

ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს - შალვა პაპუაშვილი

28-02-2024 10:04:00

რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაჟინებით მოითხოვს სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემას, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე განმარტებით, ეს რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, შეუმდგარობის აღიარება და ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია, ყველა ქართველისთვის გასაგებია.

„სწორედ ამიტომ, ჩვენი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს.

მეტიც, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა, ვინც მისაბაძ მაგალითად ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას გვისახავს, არაკეთილსინდისიერია. ნებისმიერი კვლევის მიხედვით, საქართველო ამ ქვეყნებზე ყველა პარამეტრით რამდენიმე თავით მაღლა დგას. საქართველოსთვის მათი მაგალითად მოყვანა იგივეა, რომ დიდოსტატი პირველთანრიგოსნებს შეადარო“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები