დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხის ნახშირის მწარმოებელი „თაკარა“ თბილისის შემდეგ, რეგიონებში შედის

ხის ნახშირის მწარმოებელი „თაკარა“ თბილისის შემდეგ, რეგიონებში შედის

06-12-2023 17:00:04

ნახშირის გასაღვივებლად შექმნილი პირველი ქართული პროდუქტი, ,,თაკარას“ ბრენდით, ბაზარზე სამიოდე თვის წინ გამოჩნდა და დღეს უკვე საკმაოდ პოპულარულია.

როგორც ,,თაკარას“ გენერალური დირექტორი ვიგო თათრიშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, მომხმარებლის კომფორტისთვის შექმნილი პროდუქცია თბილისის მასშტაბით რამდენიმე ქსელურ სუპერმარკეტში და ხორცის ყველა მაღაზიაში იყიდება.

„გაამართლა მიდგომამ, რომლის იდეაც ჩვენია ექსკლუზიურად, არავისგან გადმოგვიღია, საკუთარი ინიციატივით შევქმენით და მომხმარებლის ინტერესებს შევუსაბამეთ. თბილისში ქსელურ მარკეტებთან და ხორცის მაღაზიებთან ვთანამშრომლობთ. უკვე გავცდით დედაქალაქსაც. „თაკარა“ ხელმისაწვდომია იმერეთის რეგიონშიც, სადაც სუპერმარკეტ ,,დეილის“ დახლებზეა წარმოდგენილი.

დიდ სტიმულს გვაძლევს ფაქტი, რომ ჩვენი წარმოების მიმართ ინტერესია, მატულობს ცნობადობა და, შესაბამისად, რეალიზაციაც. ვისაც კომფორტი უყვარს, „თაკარა“ მისთვის იდეალური ვარიანტია, რომლის მთავარი ფუნქცია ადამიანებისთვის მწვადის თუ სხვა საკვების შეწვისას ნახშირის გაღვივების გამარტივებაა“, - ამბობს ვიგო თათრიშვილი.

ამდენად, „თაკარა" წარმოადგენს ნატურალურ ხის ნახშირს, რომელიც მოთავსებულია უნიკალურ ყუთში. მისი ღირებულება ქსელურ მარკეტებში 13-15 ლარის ფარგლებშია. ერთი ყუთი ხის ნახშირი 5-7 კილოგრამი ხორცის შესაწვავად საკმარისია.

დღიური წარმოება 400-დან 500 შეკვრამდეა. ამ ეტაპზე კომპანია 7 ადამიანს ასაქმებს და მათი რაოდენობა მომავალში წარმოების ზრდის შესაბამისად გაიზრდება.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები