დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტურმა გოლმა „ნაპოლის“ „ფიორენტინასთან“ ფრე მოუტანა

ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტურმა გოლმა „ნაპოლის“ „ფიორენტინასთან“ ფრე მოუტანა

18-05-2024 18:41:00

ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტურმა გოლმა „ნაპოლის“ „ფიორენტინასთან“ ფრე (2:2) მოუტანა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში მისი პირადი მონაგარი უკვე 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ნაპოლი“ 52 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზე იმყოფება და ევროთასებზე, კერძოდ კი კონფერენს ლიგაზე გასვლის მცირე შანსს ინარჩუნებს.

კონფერენს ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ბოლო ტურში „ნაპოლის“ შინ „ლეჩეს“ დამარცხება სჭირდება, პარალელურად კი „ფიორენტინამ“ დარჩენილი ორივე მატჩი უნდა წააგოს.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები