მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

კოპენჰაგენში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები გაიმართ

news image

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კოპენჰაგენშიქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის სკანდინავიის ბაზარი, ქართული ღვინის მიმართ ინტერესის ზრდისგამო, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად მიიჩნევა. შესაბამისად, რამდენიმე წელია, აღნიშნული ბაზრისთვისსააგენტო მნიშვნელოვან  მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.

კოპენჰაგენში გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კინოთეატრში „Grand Teatret” სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმისსაქართველო ღვინის სამშობლოჩვენებაგაიმართა. 80-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართა დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ. კინოჩვენების შემდეგ ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციას მიეძღვნა დანიის სომელიეთა აკადემიისა და ადგილობრივი ჰორეკასექტორის წარმომადგენელთათვის ჩატარებული ქართული ღვინის მასტერკლასიც, რომელიც კოპენჰაგენის ცენტრში, სადეგუსტაციო სივრცეში გაიმართა.

მარკეტინგული აქტივობების შემადგენელი იყო დანიელი იმპორტიორებისა და სარესტორნო სფეროსწარმომადგენლებისთვის მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში "Ark" ქართული ღვინის პრეზენტაციადა მასტერკლასი, რომლის მიმდინარეობისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულიმევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ იმაქტივობებს, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა