დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
KovZy - ის პლატფორმით უკვე 300-მდე რესტორანი სარგებლობს

KovZy - ის პლატფორმით უკვე 300-მდე რესტორანი სარგებლობს

2023-04-28 15:30:23

ონლაინ გაყიდვების პირველი და ერთადერთი პლატფორმა - სტარტაპ ბიზნესი KovZy ადგილობრივ ბაზარზე უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.

თითქმის 2 წელია, რაც კომპანია ბაზარზეა და მისი მომსახურებით უკვე 300-მდე რესტორანი სარგებლობს.

ინოვაციური პლატფორმა KovZy ალექსანდრე ცინცაძემ და სანდრო დარსაველიძემ დააფუძნეს.

როგორც სანდრო დარსაველიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, მათ შექმნეს პირდაპირი გაყიდვების არხი, რაც რესტორნებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ონლაინ გადახდები და მომხმარებლებს დროულად მიაწოდონ შეკვეთები.

„KovZy არის ელექტრონული კომერციის მწარმოებელი, ტექნოლოგიის მიმწოდებელი პლატფორმა კვების ობიექტებში. საქართველოში სრულიად ინოვაციური სერვისია, მსოფლიოში არის რამდენიმე კონკურენტი, ყველა მათგანი ახლა იწყებს განვითარებას. გლობალური ბაზრებისთვისაც სიახლეა, ამიტომ კონკურენტებთან შეჯიბრი თანაბარ პირობებში გვიწევს.

თითქმის 2 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვოპერირებთ და დღესდღეობით 300 -მდე რესტორანია რეგისტრირებული ჩვენს პლატფორმაზე და სარგებლობენ ჩვენი სერვისით“, - ამბობს სანდრო დარსაველიძე.

KovZy-ს კონცეფცია მარტივია: ნებისმიერ კვების ობიექტს - რესტორანს, კაფეს, საცხობს, სწრაფი კვების ობიექტს და სხვა, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჰქონდეს საკუთარი პერსონალური ვებ-გვერდი, რეგისტრირდებიან კომპანიის პლატფორმაზე და რეგისტრაციიდან დაახლოებით 5 წუთში მათი ვებ-გვერდი უკვე მზადაა.

„შემდეგი ეტაპია კონტენტის აკრეფა - კონკრეტული ობიექტის კერძების ფოტოები, მენიუ, აღწერილობა და ფასები. როდესაც კონტენტი აიტვირთება, ვებ-გვერდი უკვე მზად არის. შემდეგ უკვე ერთვება გადახდების ინტეგრაცია, რომ მომხმარებლებმა შეძლონ მომსახურების მიღება და კვების პროდუქტების შეძენა.

3 დღეში რესტორანს შეუძლია საკუთარი ვებ-გვერდიდან დაიწყოს გაყიდვები. რაც შეეხება მიტანის პროცესს, ამის დალაგებაშიც ვეხმარებით კვების ობიექტებს პარტნიორი კომპანიების მეშვეობით. ვაკავშირებთ მათ საკურიერო კომპანიების წარმომადგენლებთან და საბოლოდ მხარეები თავად რიგდებიან პირობებზე და უკვე გაყიდული პროდუქტების ადგილზე მიტანაში ეხმარებიან“, - განმარტავს Business Insider Georgia- თან სანდრო დარსაველიძე.

რაც შეეხება მომსახურების საფასურს, ვებგვერდის გამართვა საწყის ეტაპზე უფასოა.

1 თვის შემდეგ ფიქსირებული საკომისიო 99 ლარია, რასაც გაყიდვებიდან 1 % ემატება.

KovZy-ს სამომავლო გეგმაშია მომსახურების ექსპორტიც. ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული პლატფორმა უკვე გლობალური გამოწვევებისთვისაც მზადა არის. პირველი ქვეყანა აზერბაიჯანია, სადაც KovZy-ის ინოვაციური სერვისი დაინერგება.

No description available.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

34 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები