დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კრემ-თაფლზე მოთხოვნა იზრდება, წარმოებას ვაფართოებთ - „აგრიაპი“

კრემ-თაფლზე მოთხოვნა იზრდება, წარმოებას ვაფართოებთ - „აგრიაპი“

20-05-2024 07:00:00

ადგილობრივ ბაზარზე კრემ-თაფლზე მოთხოვნა იზრდება, წარმოებას ვაფართოებთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „აგრიაპის“ დირექტორმა დავით ალექსიძემ განუცხადა.

„კრემ-თაფლი მიიღება თაფლის კრემირების (ათქვეფის) პროცესის შედეგად. და თაფლისთვის დამახასიათებელ ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. ამავდროულად იძენს განუმეორებელ გემოს და შოკოლადის კარაქის მსგავს კონსისტენციას. მისი შეძენა „აგროჰაბსა“ და „გუდვილშია“ შესაძლებელი. გასულ წელს გავიტანეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. აქცენტი ადგილობრივ ბაზარზე გვაქვს, რადგან დაინტერესება დიდია“, - ამბობს დავით ალექსიძე.

220 გრამიან შეფუთვაში კრემ-თაფლის ფასი საშუალოდ 9.35 ლარს შეადგენს.

„აგრიაპი“ საქართველოს ბაზაზე 2016 წლიდან ოპერირებს. კომპანიას ჰყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 30-მდე პარტნიორი საფუტკრე მეურნეობა და საწარმოში, მათგან შესყიდული თაფლის გადამუშავება ხდება. „საწარმოში ვამუშავბთ თაფლს, ხდება საბოლოო ფილტრაცია, ლაბორატორიული შემოწმება, ჩამოსხმა და რითეილის ქსელში გაშვება“, - ამბობს დავით ალექსიძე.

„აგრიაპის“ საწარმოში წელიწადში 30 ტონა თაფლის გადამუშავება ხდება. კომპანია ექსპორტის პარალელურად სიმძლავრის გაზრდას ააანონსებს. „გასულ წელს „აგრიაპის“ ბრენდით თაფლი გავიტანეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. წელსაც ვგეგმავთ ამ მიმართულებით ექსპორტს და აქცენტს ვაკეთებთ იორდანიის ბაზარზეც, თუმც ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ჯერ ჩანასახშია“, - ამბობს დავით ალექსიძე.

„აგრიაპი“ აწარმოებს ხუთი სახეობის თაფლს: აკაციის, გაზაფხულის, წაბლის თაფლი, ცაცხვის და ალპური. კომპანიას პროდუქცია შეაქვს სასტუმროებში 10 გრამიან შეფუთვით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები