ევროპის ცენტრალური ბანკი ევროზონაში ინფლაციური ზეწოლის შემდგომ შესუსტებას ელოდება, მაგრამ უახლოეს თვეებში ინფლაციის საერთო დონე შესალოა, ოდნავ გაიზარდოს, - ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა.
ამასთან, ფასების ზრდის საშუალოვადიანი პერსპექტივები კვლავ ბუნდოვანია და მისი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ხელფასების გაზრდა იქნება, - განაცხადა ლაგარდმა.
უახლოეს წლებში ინფლაციის შენელების გამო სავალუტო ბლოკის ეკონომიკა გაძლიერდება, ასევე რეალური შემოსავლების აღდგენისა და ექსპორტზე მოთხოვნის ფონზე, - აღნიშნა ლაგარდმა.
ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ასევე გაიმეორა, რომ საპროცენტო განაკვეთები ევროზონაში დარჩება შეზღუდული იქამდე ვიდრე საჭირო იქნება ინფლაციის მიზნობრივ 2%-მდე დასაბრუნებლად.
ოფიციალური მონაცემებით, ევროზონის სამომხმარებლო ფასები ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე ნელი ტემპია 2021 წლის ივლისის შემდეგ. 2023 წლის სექტემბერში ფასების ზრდამ 4.3% შეადგინა, 2022 წლის ოქტომბერში - 10.6%.
უახლესი
19 საათის წინ
„ნუშიკოს ბაღი“ გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავს21 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა21 საათის წინ
ბათუმში, Grand Mall-ში კავეას კინოთეატრი გაიხსნა22 საათის წინ
თიბისის მობალბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა