დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებას - მარიამ ქვრივიშვილი

ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებას - მარიამ ქვრივიშვილი

2024-03-28 10:44:00

28 მარტიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, 3 უახლესი SHUTTLE BUS ივლის, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს მოემსახურება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტები, პირველ რიგში, რჩებოდნენ იმერეთში, ეცნობოდნენ იმერეთის ტურისტულ პოტენციალს და თავისი წვლილი შეჰქონდეთ რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაში. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს აეროპორტსა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირ კავშირს და ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული სიახლე, თანმდევი მარკეტინგული კამპანიის კვალდაკვალ, რომელიც უკვე ხორციელდება იმერეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზების კუთხით, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის როლს იმერეთის რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებაში.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის აეროპორტებს შორისაც. მას ძალიან დიდი როლი აქვს როგორც იმერეთის, ისე ზოგადად ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, ისევე როგორც ავიაციის ინდუსტრიის გაძლიერებაში. სასიხარულოა, რომ ყველაზე მეტი მიმოსვლა ევროპისკენ, 28 მიმართულებით, სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება. ამ აეროპორტიდან ასევე სრულდება რეისები ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის სამი ახალი ავტობუსი შეისყიდა. ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე იქნება მორგებული. ქუთაისის აეროპორტიდან შატლები DMO იმერეთის ოფისის მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იქიდან, ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები