დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, იანვარსა და თებერვალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7,7%-ია

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, იანვარსა და თებერვალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7,7%-ია

2024-04-01 09:49:00

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება.

„2021-2022 წლებში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ძალიან მაღალი იყო ასევე ეკონომიკური ზრდა ასევე 2023 წელს - 7,5%-ის ოდენობით და მიმდინარე წელსაც, ახლახან გამოაქვეყნა საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა შესაბამისი ინფორმაცია და თებერვლის თვეში ფიქსირდება, რომ ეკონომიკა 9,5%-ით, ხოლო ორი თვის ჭრილში - იანვარი-თებერვალი, ეკონომიკური ზრდა არის 7,7%“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის ზრის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი და ობიექტური მაჩვენებელი, საერთაშორისო დოლარში ნომინირებული, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაა.

„ამ მიმართულებით 2012 წელს საქართველოს მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა, დაახლოებით 9800 დოლარამდე, ხოლო 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 22 300 დოლარამდე. თუ შევადარებთ ძალიან ბევრ ქვეყანას, ჩვენს რეგიონსა და რეგიონს გარეთ, საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი აქვს. 2012 წელს ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 110-ე ადგილზე იყო. 2023 წელს 79-ე ადგილზე გადაინაცვლა, ანუ 31 საფეხურით დაწინაურდა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ამ ქვეყნების ეკონომიკაზე მეტად გაიზარდა“, - განაცხადა მინისტრმა.

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები