დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლოგისტიკური პროცესების გაციფრულება Translive-ში არის  შესაძლებელი - ახალი შესაძლებლობა ბიზნესებისთვის

ლოგისტიკური პროცესების გაციფრულება Translive-ში არის შესაძლებელი - ახალი შესაძლებლობა ბიზნესებისთვის

11-06-2024 17:00:00

„დღეს, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი დროითი რესურსია, ლოგისტიკის გაციფრულება, პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან Translive-ის გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა გიორგი ჯღარკავამ განაცხადა. 

გიორგი ჯღარკავას განმარტებით, ბოლო წლებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე გამართული ლოგისტიკური პროცესები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

„მოთხოვნა გაიზარდა უსაფრთხოებაზე, მოქნილობაზე, ანუ იმაზე თუ რამდენად სწრაფად შეუძლია კომპანიას ადაპტაცია შეცვლილ პირობებთან, სტაბილურობაზე, მათ შორის სტაბილურ ხარისხზე და ა.შ. ამ ყველაფრის უზრუნველყოფა ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. ამავდროულად უმნიშვნელოვანესია იმ შესაძლებლობების ათვისება, რის წინაშეც დღეს მსოფლიო, განსაკუთრებით კი ჩვენი რეგიონი დგას, ვგულისხმობ, შუა დერეფანზე გაზრდილ მოთხოვნას, ეფექტურობის ზრდას და ზოგადად იმის უზრუნველყოფას რომ ეს გზა ძალიან აქტიური და გამტარუნარიანი იყოს“, - განაცხადა Translive-ის გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა.

გიორგი ჯღარკავას თქმით, ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა Translive-ის შექმნა Lemondo Business-თან, kairos Logistics - თან და Bene Group-თან მჭიდრო პარტნიორობით მოხდა. აღნიშნული პლატფორმის შექმნა 2021 წლის ბოლოს დაიწყო და 2022 წლის მარტის თვეში უკვე პირველი ვერსია არსებობდა. 

„ზემოხსენებული კომპანიების გამოცდილება, რაც 11 წელზე მეტს ითვლის, უმნიშვნელოვანესი ნაწილია პლატფორმის შექმნისა და განვითარების პროცესში. 

დღევანდელი მონაცემებით Translive ვფიქრობთ, სწორედ ის გზაა, რომელიც გადაზიდვების პროცესს მეტად მოქნილს, სწრაფს და გამჭვირვალეს ხდის. მისი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ერთ სივრცეში შესაძლებელია, როგორც გადამზიდის ისე დამკვეთის პოვნა და მათ შორის სწრაფი კომუნიკაცია. ჩვენ ვეხმარებით დაინტერესებულ მხარეებს მარტივად მართონ სრული პროცესი დახვეწილი და ფუნქციური ციფრული პროდუქტის დახმარებით. 

გარდა ამისა, გადაზიდვის პროცესი გვაქვს სრულად დაზღვეული, გვყავს ლოგისტიკის სფეროში გამოცდილი გუნდი, გვყავს 11 წლიანი გამოცდილების პარტნიორები და გადამზიდების ძალიან დიდი ბაზა, რაც საბოლოო ჯამში კლიენტისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებაში ითარგმნება. 

ამ ეტაპზე Translive-ის აპლიკაციაში თქვენ წვდომა გაქვთ 2000-ზე მეტ  გადამზიდავ კომპანიაზე, რაც ბუნებრივია, რომ კომპანიებისთვის ვინც დაინტერესებულია საერთაშორისო  გადაზიდვებით ხელსაყრელია, რადგან პლატფორმის დახმარებით სწრაფი წვდომა აქვთ გადამზიდავების დიდ რაოდენობაზე. 

ჩვენი მომხმარებლები ძირითადად საშუალო და დიდი ზომის ბიზნესები არიან“, - აცხადებს გიორგი ჯღარკავა. 
ამ ეტაპზე, Translive-ის აპლიკაციით უკვე  400-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი  სარგებლობს და დროთა განმავლობაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
„ახლა გავდივართ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან და გარდამავალ პერიოდს - იხვეწება პლატფორმა, გადამზიდავებმა ისწავლეს პროგრამის გამოყენება და ა.შ. ვცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, როგორც გადამზიდებს ისე კორპორატიულ კლიენტებს და ყოველდღიური დაკვირვების შედეგად გავაუმჯობესოთ პლატფორმა და პროცესები.
საბოლოო ჯამში, გვჯერა რომ გაციფრულება როგორც ყველა სხვა სექტორში, ლოგისტიკაშიც გარდაუვალი პროცესია. ძალიან მალე ეს უკვე სტანდარტი გახდება და ვერავინ ვერ წარმოიდგენს თუ როგორ მუშაობდნენ მსგავსი ტიპის ციფრული პროგრამების გარეშე. ზუსტად ისე იქნება როგორც ტაქსის, ან ვთქვათ ე.წ. delivery-ს შემთხვევაში მოხდა. დღეს ხომ ძალიან ძალიან იშვიათად ვაჩერებთ ტაქსს ქუჩაში ან ვიძახებთ საკვებს რესტორნიდან კონკრეტულ რესტორანთან დარეკვით...“ აცხადებს Translive-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები