დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლუკა პოლარემ ბაქოში დამატებით 3 ფილიალი გახსნა

ლუკა პოლარემ ბაქოში დამატებით 3 ფილიალი გახსნა

2024-06-10 18:00:00

ლუკა პოლარემ გასულ კვირას ბაქოში დამატებით 3 ფილიალი გახსნა და ამ დროისთვის აზერბაიჯანში 5 ფილიალით არის წარმოდგენილი.

ბრენდი საქართველოს ფარგლებს 2023 წლის ზაფხულში გასცდა და ბაქოში წარმოება და პირველი ფილიალი აგვისტოში გახსნა. მიმდინარე წლის დასაწყისში განსხვავებული კონცეფციის ფილიალი შეემატა, გასულ კვირას კი 3 ახალი ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა.

„ვაგრძელებთ ბაქოში განვითარებას. გასულ კვირას რამდენიმე სხვადასხვა ფორმატის ფილიალი გავხსენით, მათ შორის ერთი ახლად გახსნილ სავაჭრო მოლში, ერთი ცენტრალურ ქუჩაზე და ჩვენი ფილიალი შეგხვდებათ ბაქოს სანაპირო კურორტ „Seabreeze”-ც. ბაქოში ბაქოში არ ვწყვეტთ განვითარებას და პარალელურად ვიწყებთ ახალ ქვეყანაზე მუშაობას და მალე კონკრეტულ გეგმებს დავაანონსებთ!“ - ამბობს კომპანიის დირექტორი თინათინ გობეჯიშვილი.

აზერბაიჯანის ფილიალებს და წარმოებას სრულად ქართული მენეჯმენტი მართავს, თუმცა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდა, როგორც სერვისის, ასევე წარმოებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტები და ყოველი ახალი ობიექტის პარალელურად დასაქმებულთა რიცხვი იზრდება.

ლუკა პოლარე კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 100-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში - 16 ფილიალი, ბათუმში -5, ქობულეთში - 1, ქუთაისში - 1, რუსთავში - 1, აზერბაიჯანში კი ბაქოში - 5 ფილიალით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები