დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Lululemon (LULU)-ის პერსპექტივამ აქციების ფასის ზრდა განაპირობა

Lululemon (LULU)-ის პერსპექტივამ აქციების ფასის ზრდა განაპირობა

2024-06-08 15:57:00

გიზიარებთ ბლოგს: Lululemon (LULU)-ის აქციების ფასმა კომპანიის მოგების ზრდის პროგნოზთან ერთად იმატა. ამასთანავე, კომპანია გეგმავს, მფლობელობაში მეტი აქცია დაიბრუნოს.

 

Lululemon (LULU)-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით მას შემდეგ, გაიზარდა, რაც კომპანიამ აქციების გამოსყიდვის პროგრამის ბიუჯეტი $1 მილიარდით გააფართოვა.


კომპანიის ანგარიში გასაჯაროვდა ინვესტორების შეშფოთების ფონზე, რაც Lululemon (LULU)-ის გაყიდვების ზრდის შენელებით იყო განპირობებული. ფაქტია, რომ Lululemon (LULU)-ს ოპერირება გაზრდილი კონკურენციის პირისპირ უწევს, როცა ბაზარზე ახალი სპორტული ბრენდები ჩნდებიან (მათ შორისაა: Alo და Vuori). 


მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ბრენდზე ყოველდღიური მოთხოვნა მზარდი იყო, ბოლო კვარტლებში მისი გაყიდვების ზრდა შენელდა. ამასთანავე, მაისში, Lululemon (LULU)-მა გამოაცხადა, რომ მისი პროდუქტების მთავარი ხელმძღვანელი - სუნ ჩოი, კომპანიას ტოვებს. სიახლემ იმავე დღესვე განსაზღვრა აქციების 7%-ით ვარდნა. ჩოის წასვლამ ანალიტიკოსთა შეშფოთებაც გამოიწვია.


მიუხედავად სუსტი მატებისა, Lululemon (LULU)-მა გაყიდვების სტაბილური ზრდა აღნიშნა მის უდიდეს ბაზარზე, ამერიკაში, სადაც მან უოლ-სტრიტის მიერ ნაწინასწარმეტყველებ პროგნოზს აჯობა (მოგება თითო აქციაზე $2,54 იყო, მოსალოდნელი კი - $2,38 , ხოლო შემოსავალი $2,21 მილიარდი აღმოჩნდა, როცა მოლოდინის მიხედვით ის $2,19 მილიარდზე მეტი არ უნდა ყოფილიყო).


Lululemon (LULU)-ის წმინდა შემოსავალმა კვარტალში $321 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შედეგს - $290 მილიონს აჭარბებს.


ამერიკაში კომპანიის გაყიდვები მხოლოდ 3%-ით გაიზარდა და აღმასრულებელმა დირექტორმა კალვინ მაკდონალდმა კონტინენტზე გაუმჯობესების აუცილებლობაც აღიარა, განსაკუთრებით პროდუქტის ზომისა და ფერის კუთხით. 


საერთო ჯამში, ანალიტიკოსების პროგნოზით, Lululemon (LULU)-ის სრული წლის პერსპექტივა ოპტიმისტურია, თუმცა, დაკვირვების ქვეშ რჩება ზრდის ტემპი. არ უნდა დაგვავიწყდეს მოდის ტენდენციაც, რომლის მიხედვითაც უპირატესობა ჯინსს ენიჭება და სპორტულ სამოსს სერიოზულ კონკურენციას უწევს.


Lululemon (LULU)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.


*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები