ქვეყანაში ახალი მარწყვისა და ხენდროს იმპორტი 1,5%-ითაა შემცირებული, თუმცა იმპორტის ღირებულება გაზრდილია.
2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 982.11 ტონა მარწყვისა და ხენდროს იმპორტი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2023 წლის პირველ კვარტალში 997.11 ტონა მარწყვი შემოვიდა.
2023 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებით ქვეყანაში შემოსული მარწყვისა და ხენდროს საერთო ღირებულება 269.23 ათასი დოლარია, ხოლო 2024 წლის იანვარ-მარტში იმპორტირებული მარწყვისა და ხენდროს საერთო ღირებულება კი 1,363.93 ათასი დოლარი. შესაბამისად ღირებულებით ნაწილში 407%-იანი ზრდაა.
2024 წლის პირველ კვარტალში მარწყვი და ხენდრო სულ 2 ქვეყნიდან შემოვიდა: თურქეთი და ეგვიპტე, თუმცა ლიდერი თურქეთია.
თურქეთი - 980.62 ტონა - 1,360.95 ათასი დოლარი;
ეგვიპტე - 1.49 ტონა - 2.98 ათასი დოლარი.
ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყანაში მარწყვისა და ხენდროს იმპორტი მზარდ ტრენდზეა.
2023 წელს ქვეყანამ 3,690.07 ტონა მარწყვი და ხენდრო იყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 42%-იან ზრდას აჩვენებს.
უახლესი