დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოლოდინი გვაქვს, რომ ლარიზაციის პროცესი 2024 წელს უფრო გააქტიურდება - ალექსანდრე ძნელაძე

მოლოდინი გვაქვს, რომ ლარიზაციის პროცესი 2024 წელს უფრო გააქტიურდება - ალექსანდრე ძნელაძე

2024-03-01 18:00:00

საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძემ Business Insider Georgia-სთან 2024 წელს ლარიზაციის მოსალოდნელ ტენდენციაზე საუბრობს.

„2023 წელი ლარიზაციის პროცესის შენელებით იყო გამორჩეული. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა გადადგა ქმედითი ნაბიჯები და რეგულაციები. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, სესხებზე 200 ათას ლარიანი ზღვრის 300 ათას ლარამდე გაზრდა. რაც შეეხება ლარიზაციის მაჩვენებელს და არსებულ რისკებს, სახელმწიფოს არაერთი წელია მიღებული აქვს გადაწყვეტილება და ამ პროცესისთვის ხელის შეწყობის კუთხით მაქსიმუმს აკეთებს“,- აღნიშნავს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი.

როგორც ალექსანდრე ძნელაძე აღნიშნავს, არის მოლოდინი, რომ ლარიზაციის პროცესი 2024 წელს უფრო გააქტიურდება.

„რაც შეეხება 2024 წელს, მოლოდინი გვაქვს, რომ ლარიზაციის პროცესი უფრო მეტად გააქტიურდება. 2022-2023 წელი მაინც გამორჩეული იყო და არ იყო სტანდარტული. უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ, მნიშვნელოვანი რყევები იყო არა მხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიო ეკონომიკაში, რამაც გარკვეული უჩვეულო მოქმედებები გამოიწვია 2023 წლის მეორე ნახევარში, რაც უკვე დასტაბილურდა. ამასთან 2023 წელი გამოირჩეოდა ლარის ერთ-ერთი ყველაზე სტატიკური მაჩვენებლით. რაც ასევე მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ლარიზაციის პროცესს. ამიტომ, 2024 წელს არის მოლოდინი, რომ ლარიზაცია ისევ იმ ტენდენციას დაუბრუნდება რაც იყო წინა წლებში“, - აღნიშნავს ძნელაძე.

სებ-ის ინფორმაციით, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.30 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.54 პროცენტული პუნქტით.

პირველი თებერვლის მდგომარეობით, იურიდიული პირების დასაფინანსებლად კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.51 მლრდ ლარის,  უცხოური ვალუტით კი14.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხი 

2024 წლის იანვრის განმავლობაში საცალო სესხების ნაშთი 35.4 მლნ ლარით შემცირდა, 27.2 მლრდ ლარამდე. 

მთლიან დაბანდებაში საცალო პორტფელის წილი შემცირებული, 53.7%-მდე და 27.8 მლრდ ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების პორტფელის ლარიზაცია 71%-ია .

ბიზნესესხებში კი სავალუტო კრედიტები ჭარბობს. პირველი თებერვლის მდგომარეობით, 64%-მდეა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები